17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
დოკუმენტი ხელმოწერილია - საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ოფიციალურად მიენიჭა

დოკუმენტი ხელმოწერილია და დროის ათვლა დაიწყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავიდა, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მოვლენა შეაფასა და მას სერიოზული პოლიტიკური გზავნილი უწოდა.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანება,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე იმ შესაძლებლობაზე საუბრობს, რომელიც უვიზო რეჟიმი მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს.

ევროპალრამენტარები უვიზო მიმოსვლას ულოცავენ  საქართველოს მოსახლეობას.

„ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. ევროპარლამენტი დღეს ნათლად გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. საქართველო არის ჩვენი ერთერთი მთავარი პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში,“ - განაცხადა მარია გაბრიელმა.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი ანდრეს მამიკინსი იმ დადებით მხარეებზე საუბრობს, რომელიც უვიზო მიმოსვლას მოყვება.

შეფასებები გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაშიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება არ გააგრძელებეს დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ქვეყანაში არ იქნება გარანტირებული მედიის თავისუფლება, ევროინტეგრაციის პროცესი შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.

„უვიზო მიმოსვლა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი რეალურად, იმ საბოლოო მიზნისკენ, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. მე ვფიქრობ, რომ საქართველომ უკვე უნდა გააკეთოს ეს განაცხადი ოფიციალურად,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

რუსთავი 2-ის დაუფლების კამპანია შედის დასკვნით ფაზაში,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბრიუსელში იმყოფება ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გიგი წერეთელიც, რომელმაც ასევე კომენტარი გააკეთა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი ეტაპი იწყება.

დღის ამბები