17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
"ნებისმიერი მიმართულებით მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ქართველი ძმებისთვის“ - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსში გრძელდება გიორგი მარგველაშვილს ვიზიტი. ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, პრეზიდენტებმა პროტოკოლით გათვალისწინებულზე დიდხანს ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების შესახებ. გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც ქართველი ბიზნესმენებისთვის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

„მინდა ვუთხრა ქართველებს. თქვენ ჩვენთვის უცხო არასდროს ყოფილხართ. 15 ათასმა ქართველმა გაიღო სიცოცხლე აქ ჩვენს ტერიტორიაზე, ბელარუსის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და ქართულ კულტურას. გვიმსახურეთ, თუკი შეგვიძლია რამე გავაკეთოთ თქვენთვის, იქნება ეს ჩვენი გამოცდილება, ტექნოლოგიები, მზა საქონელი. ნებისმიერი მიმართულებით მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ქართველი ძმებისთვის,“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

განცხადება გააკეთა გიორგი მარგველაშვილმაც.

„მიხარია, როცა მესმის, რომ ბელარუსი მომავალშიც მზად არის გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან და გამოიყენოს მთელი ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ერებში, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულებები საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

„ყოველთვის მოხარული ვართ ჩვენი მოძმე ქართველების სტუმრობით. ყოველთვის პატივისცემით ვიყავით განწყობილი იმ ხალხის მიმართ, რომელიც გმირულ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს,“ - განცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც უჭერს ბალარუსს საერთაშორისო არენაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სავაჭრო ასპექტში გავერთიანდით ევროკავშირთან, ბელარუსი კი ავითარებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ევრაზიულ კავშირთან, ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები