17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ყველა ხელისუფლება აფეთქდა სწორედ მედიასთან ჭიდაობაში - ელენე ხოშტარია

„ჩვენ დღეს შევდივართ პოლიტიკური ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

არჩევანის ეთერში ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქართული ოცნება იმის დემონსტრაციულად კეთებას იწყებს, რაც უნდა.

„არავითარ შემთხვევაში არანაირი ხელების ჩამოყრა. ამ განწყობას მე ვხედავ რუსთავი 2-ში, ამ განწყობას მე ვხედავ ყველა ჟურნალისტში და ეს განწყობა იქნება მთელ საქართველოში... ყველა ხელისუფლება აფეთქდა სწორედ მედიასთან ჭიდაობაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები