17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ერთიანი ძალით შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანი, რომელიც მართლა ყიდულობს ამ ქვეყანას - ეკა კვესიტაძე

„ის ადამიანები, რომლებიც ახლა გვიყურებენ და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, თავს გრძნობს დაუცველად,“ - განაცხადა გადაცემა აქცენტების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ.

ეს განცხადება მან გადაცემა არჩევანში გააკეთა. მისი აზრით, დღეს საქართველოს ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია.

„ეს არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ეს გეხებათ თითოეულ თქვენგანს და ამას აუცილებლად იგრძნობთ დღეს თუ არა ხვალ, ამიტომ რომ თუ დღეს თქვენ დაგვიდგებით გვერდით, დაუდგებით საკუთარ მომავალს, საკუთარი შვილების მომავალს და მხოლოდ ერთიანი ძალით შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანი, რომელიც მართლა ყიდულობს ამ ქვეყანას,“ - აცხადებს ეკა კვესიტაძე.

მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის თაობაზე, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უშლიდა ხელს რუსთავი 2 ხელისუფლებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები