17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები - ქიბარ ხალვაში

"მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები," - ეს განცხადება ქიბარ ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

ხალვაში, რომელსაც დღეს უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანიის წილის 60% მიაკუთვნა, აცხადებს, რომ ის კომერსანტია და აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ ქონება გაამრავლოს.

მისივე თქმით, მისთვის რუსთავი2 არის მატერიალური ქონება ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის.

„მე ვარ კომერსანტი, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა პარტიული ინტერესი ან გავამრავლო ჩემი ქონება. ეს პრაქტიკაში არსებობს,  ორი წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი და  არასდროს არ გამომიყენებია არც ერთი კონკურენტის წინააღმდეგ,  არ გამიკეთებია არც ერთი კრიტიკული გადაცემა რომელიმე ბიზნესის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მე არ ვარ ის ადმიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და  ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები,“ -განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.  

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში, გაყიდის თუა არა ის ტელევიზიას საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანზე, ხალვაში პასუხობს: „მე მახსოვს პერიოდი, როდესაც პატარკაციშვილს სთავაზობდნენ რკინიგზას ტელევიზიის სანაცვლოდ. მახსოვს ეს ისტორია და ასე ყველაფერი ფული არ არის და ყველაზე მდიდარი ადამიანები ცნობილი არიან იმით, რომ ყველაზე მეტს არ იხდიან და ის ყველაზე კარგი მყიდველი აპრიორი არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია და არავითარი პრიორიტეტი არ არსებობს,“ - აცხადებს ხალვაში.   

დღის ამბები