17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
უნდა გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი - დავით ჯანდიერი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

რუსთავი 2-ის საქმე არ იყო სამართლებრივი დავა. იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დავა, სანერვიულო არაფერი იქნებოდა,“ - ასე აფასებს იურისტი დავით ჯანდიერი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.  

არჩევანის ეთერში დავით ჯანდიერმა აღნიშნა, რომ დიდ პალატას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა.

„ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ სასამრთლოს უნდა გამოეტანა, უნდა გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

დღის ამბები