17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება - ზვიად დევდარიანი

 „გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გააკეთა.

„გადავდგით რიგითი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ტიპის გადაწყვეტილება, სადაც არა მხოლოდ რუსთავი 2-თან მიმართებაში, არამედ თუ გავაანალიზებთ იმას, რა ხდება მედია სივრცეში ბოლო პერიოდში, ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მცირდება სივრცე კრიტიკული აზრისთვის და სულ უფრო მეტად მცირდება სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოვლენისთვის და ეს არის ძალიან შორს იმისგან, რომ ეს სივრცე ეზღუდებათ მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს სივრცე ეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უამრავ თემაზე ფიქრობენ განსხვავებულად, ვიდრე ერთი მმართველი პოლიტიკური ჯგუფია,“ - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

დღის ამბები