17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ელისო კილაძის განცხადებას, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის მინისტრის კაბინეტში ეკა ბესელიას მონაწილეობით, ბესელია ბოდვას უწოდებს

მმართველი გუნდი რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის თაობაზე, ეჭვებს არ ბადებს.

„უზენაესი სასამრთლოს დიდი პალატის 9-ვე მოსამართლე როდესაც ერთ პოზიციაზე დგება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსთავი 2 უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მეპატრონეს, აქ კითხვების და ეჭვების გამოხატვა არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარის სივრცე, რომელიც თავს თვლის, რომ დამარცხდა ამ პროცესში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს უზენაესი სასამრთლოს წინ გამართულ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე ქრონიკა პლიუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის მინისტრის კაბინეტში ეკა ბესელიას მონაწილეობით“. ეკა ბესელიამ ამ განცხადებას „ბოდვა“ უწოდა.

"ეს იყო ძალიან კომიკური და ძალიან არასერიოზული პასაჟი, როდესაც თურმე სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება წერდეს ან დეპუტატი ან მინისტრი. ეს არის ყველაზე კომიკური და სასოწარკვეთილი ადამიანების ძალიან უბადრუკი განცხადება, პასუხის ღირსადაც არ მიღირს ასეთი ტიპის ბოდვა,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები