17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
აშშ შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს - საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის საელჩო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური," - ნათქვმია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები