17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, დროზე გააკეთოს რეაგირება - პაატა დავითაია

პაატა დავითაია საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„პირველ რიგში, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, დროზე გააკეთოს რეაგირება და აიღოს ის პასუხისმგებლობა, რისი გარანტიაც არის, დემოკრატიის დაცვის გარანტი არის და როგორც სიტყვის დაცვის გარანტმა, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა გააკეთოს განცხადებები სწრაფ რეჟიმში და იმოქმედოს სწრაფ რეჟიმში,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილებაზე უნდა დაიწყონ მსჯელობა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადება სწრაფ რეჟიმში გავრცელდა.

„ეს განცხადება მოხდა ძალიან სწრაფ რეჟიმში და ცალსახად ცხადყოფს იმას თუ რა დამოკიდებულება ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს ოპოზიციის წვდომას მედიასთან,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები