17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ნიკა გვარამიას მიერ შეთავაზებული ბიზნესწინადადება და ქიბარ ხალვაშის მიერ სხვა ტელევიზიიდან შემოთვლილი უარი

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ქიბარ ხალვაშს სამაუწყებლო კომპანიის სახელით ბიზნესწინადადებით მიმართა. ქიბარ ხალვაშს, რომელიც აცხადებს, რომ რუსთავი2 მისთვის მხოლოდ ბიზნესია და სხვა არაფერი, ნიკა გვარამიამ სამაუწყებლო კომპანიის წილების გამოსყიდვა შესთავაზა.

კომერციული ინტერესის დაკმაყოფილება ქიბარ ხალვაშს რუსთავი2-მა მას შემდეგ შესთავაზა, რაც მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ამის შესახებ თავად განაცხადა. განცხადება მატერიალური ქონების შესახებ ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ შეცვალა.

ქიბარ ხალვაშის ბიზნეს ინტერესების მხოლოდ მმართველ გუნდს სჯერა.

საპარლამენტო უმცირესობის აზრით კი, ქიბარ ხალვაშის მხრიდან შეთავაზებაზე უარის თქმა ამ პროცესის პოლიტიკურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ორ სუბიექტს შორის კერძო დავას გამორიცხავენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც.

სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვაზე ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ დღეს დილით და ისევ სხვა არხზე ილაპარაკა. რუსთავი2-თან ამ ეტაპზე ის მხოლოდ განცხადებებით საუბრობს.

დღის ამბები