17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
კათოლიკე ეკლესია საქართველოში რუსთავი2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კათოლიკე ეკლესია საქართველოში რუსთავი2-თან დაკავშირებით კითხვებს სვამს. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ხელს ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აწერს.

"კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკლესია საერო ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის, იცავს მიუმხრობლობის პრინციპს და სასამართლოს გადაწყვეტილების რაიმენაირი შეფასების სურვილის გარეშე სვამს კითხვებს, რომლებიც სპონტანურად იბადება მსგავს შემთხვევებში: ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება, ყოველი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დაცვის საუნჯე?

"ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რათა ეს საუნჯე ძვირად ფასობდეს ყველას თვალში და ყოველი ჩვენგანი ესარჩლებოდეს მას," - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები