17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ერთ თვის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს

რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ერთ თვის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 9-ვე მოსამართლემ ერთხმად მიიღო, მათ შორის იმ კოლეგიამ, რომელსაც მანამდე საქმესთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა ჰქონდა. რუსთავი2-ის მრავალტომიან საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უზენაეს სასამართლოსთვის 8 საათი საკმარისი აღმოჩნდა.

რუსთავი2-ის საქმის განმხილველი დიდი პალატის ამ შემადგენლობამ, სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია ერთხმად გადასცა. რუსთავი2-ის ადვოკატებისთვის ეს გარემოება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ირკვევა, რომ გადაწყვეტილებას მხარი იმ კოლეგიამაც დაუჭირა, რომლმაც ტელეკომპანიის საქმე დიდ პალატას გადასცა და განმარტა, რომ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა ჰქონდა.

უზენაესი სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს მესამე სექტორი.

მათი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნინო გვენეტაძე და სასამართლო სუს-ის და ძალოვანი უწყებების მიერ იმართება. მესამე სექტორი არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეებს წინასწარ ჰქონდათ მიღებული და, მათი თქმით, ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებითაც დადასტურდა.

დღის ამბები