17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე მესამე სექტორი მონიტორინგს აგრძელებს

მედია მრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს სახალხო დამცველი განცხადებაში, რომელიც რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გამოქვეყნდა. ომბუდსმენის ოფისი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო საზოგადოების ნდობის შემცირებაზე საუბრობს.

მთელი დღის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებებით აკრიტიკებდა მესამე სექტორიც.

დოკუმენტში, რომელსაც ხელს 21 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს. არასამთავრობოები დემოკრატიის ორი ფუნდამენტური საფუძვლის - თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სასამართლოს, მოშლაზე საუბრობენ.

დამოუკიდებელი განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშისათვის რუსთავი2-ის 100%-იანი წილის მიკუთვნებას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია.

ორგანიზაციაში მედიის პლურალიზმის შეზღუდვაზე საუბრობენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია ტელეკომპანია რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

მესამე სექტორი პროცესის მონიტორინგს აგრძელებს და ტელეკომპანიის მხარდამჭერ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

დღის ამბები