17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ვუერთდებით რუსთავი2-ის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას - ნიკა მაჭუტაძე

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე, რუსთავი2-ის მიერ 12 მარტს დაანონსებულ აქცია-კონცერტს საზოგადოების კონსოლიდაციისთვის საჭირო ქმდებად ასახელებს.

„ვუერთდებით რუსთავი2-ის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსოლიდაცია და ნაციონალური კონსოლიდაცია რუსთავი2-ის დასაცავად, როგორც სიტყვის თავისუფლების ფლაგმანის დასაცავად, პოლიტიკური პროცესის გარანტის დასაცავად ქვეყანაში არის ყველაზე უფრო გადამწყვეტი ღონისძიებები, რაც შეიძლება მომავალში მივიღოთ,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ. 

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, 12 მარტს, 14:00 საათზე, აქცია-კონცერტი დააანონსა, სადაც საზოგადოების ნებისმიერ წევრს საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა. 

დღის ამბები