17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
ევროპის სასამართლომ ეს საკითხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასად დააყენა - გია ბარამიძე

“ევროპის სასამართლომ ეს საკითხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასად დააყენა,“ - ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. 

“ევროპის სასამართლოს ისტორიაში ასეთი უპრეცედენტი შემთხვევა არ არსებობს. ასეთი რამ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას აქვს მიზნად დასახული, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე ან ადამიანი გადაარჩინოს წამებისგან. ეს გადაწყვეტილება, რომ იქნა მიღებული რუსთავი2-თან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ ევროპის სასამართლომ ეს საკითხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასად დააყენა,“ - განაცხადა ბარამიძემ.  

დღის ამბები