17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
წულუკიანის ინფორმაციით, ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინფორმაციით, ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა.

ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  

“მთავრობის სახელით მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპონდენციათა დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან. ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში,“ - განაცხადა წულიკიანმა. 

მას ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არანაირი კომენტარი და განცხადება არ გაუკეთებია.  

დღის ამბები