15 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
ნინო ქათამაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება

ნინო ქათამაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამოზე ახალ ალბომში შესული სიმღერები და ძველი კომპოზიციები შესრულდება. ნინო ქათამაძესთან ერთად სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარდგება.

კონცერტში მონაწილებას მიიღებს ჯგუფი ინსაიდი, გიორგი ცაგარელი და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი.

ნინო ქათამაძის სოლო კონცერტი 10 და 11 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

დღის ამბები