15 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციები

სტრასბურგის სასამართლოში რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ძირითადად საუბრობდა იმასზე, რომ საერთაშორისო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვა კითხვის ნიშნებს მოხსნის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების გამო, ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ქვეყანა იმ წითელ ხაზებს უახლოვდება, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ევროპულ მომავალს და სახელმწიფოებრიობას".

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ რუსთავი2-ის საქმე არის ისეთი საკითხი, რომელმაც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს.

დღის ამბები