17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან "ენმ"-ის წევრებს "რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერი აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს

ხმაური იყო შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის გამართვას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა მათ შეკრების საშუალება არ მისცეს. პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

„ის ნამდვილად ვერ გადარგავს რუსთავი 2-ს, ვერ გადარგავს ქართულ სახელმწიფოს მის დამკვეთთან კრემლში და ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ყველა სამართლებრივ მეთოდის გამოყენებით,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო ქათამაძემ.

დღის ამბები