17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
„რაც უფრო მეტ დათმობებზე მიდიხარ რუსეთთან, ის უფრო აგრესიული ხდება საქართველოსთან მიმართებაში," - ბაჩუკი ქარდავა

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მოსახლეობისთვის ჩაკეტვას არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ისინი რუსეთის ფედერაციის მიერ, შორს მიმავალი გეგმების ნაწილზე საუბრობენ. 

„მე არ გამოვრიცხავ იმ მეთოდებს, რომ რაც არის საუბარი ე.წ. რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, რაღაც წინასწარი ღონისძიებები ტარდებოდეს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმ დათმობებზე საუბრობს, რომელიც მან რუსეთის მიმართ განახორციელა. 

„რაც უფრო მეტ დათმობებზე მიდიხარ რუსეთის ფედერაციასთან, ამ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც მტრულად არის საქართველოს მიმართა განწყობილი, ის უფრო და უფრო აგრესიული ხდება საქართველოსთან მიმართებაში. სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი  შეცდომა, რომ მათ მიაჩნიათ, რომ შეიძლება რაღაც დათმონ რუსეთთან ურთიერთობაში და შეიძლება მოგვარდეს ურთიერთობები,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ავტორი: ანა წერეთელი. 

დღის ამბები