17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ შეცვალოს

დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ შეცვალოს. პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონელი ევროპარლამენტარის - სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განმარტა, რომ ოფიციალური ვარშავა დონალდ ტუსკის მეორე ვადით არჩევას არ უჭერს მხარს და ევროპულ საბჭოს ახალ კანდიდატს სთავაზობს, რომელსაც ევროპულ პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ტუსკის თანაპარტიელია, გაცილებით მიუკერძოებელი იქნება.

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ამ განცხადების საპასუხოდ უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ სამოქალაქო პლატფორმა სარიუშ-ვოლსკი პარტიიდან გარიცხა. დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა მაისში ეწურება. მედიის ინფორმაციით, ვარშავაში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ტუსკს ევროპარლამენტარების მხრიდან ფართო მხარდაჭერა აქვს.

დღის ამბები