17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
ესტონეთში ნატო-ს საჰაერო და სახმელეთო ძალების წვრთნები იწყება

ესტონეთში ნატო-ს საჰაერო და სახმელეთო ძალების წვრთნები იწყება. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ემ არ-ის ბაზაზე დისლოცირებული გერმანული გამანადგურებლები საწვრთნელ მანევრებს დაბალ სიმაღლეებზე განახორციელებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნატო-ს ავიაცია ბალტიის პირეთის ქვეყნებში ე.წ  ჭკვიანური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებშია დისლოცირებული, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების რესურსების დაზოგვას ითვალისწინებს.

საჰაერო წვრთნების პარალელურად ესტონეთში დისლოცირების პროცესს იწყებს ნატო-ს საბრძოლო ბატალიონი. საუბარია საბრძოლო დანაყოფზე, რომელიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის პირობებში ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პროგრამის ფარგლებში განლაგდება. ალიანსის კონტინგენტი ესტონრლ კოლეგებთან ერთად გაზაფხულის შტორმის სახელწოდებით ცნობილ მასშტაბურ წვრთნებში ჩაერთვებიან.

დღის ამბები