17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
ჩხრეკა ოქმის გარეშე - ბელინსკის 52 ნომერში გამომძიებლებმა 34 წლის მამაკაცი დააკავეს [ვიდეო]

ბელინსკის 52 ნომერში შსს-ს თანამშრომლები ამ წუთებში ჩხრეკას ატარებენ. გამომძიებლებმა 34 წლის მამაკაცი კანაფის მცირე ოდენობის ქონის გამო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის, მამაკაცი უკვე მეორეჯერ არის დაკავებული. კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე 5 გრამამდე კანაფის ქონისთვის 500-ლარიანი ჯარიმას გათვალისწინებული, ხოლო განმეორებით შემთხვევაში ნივთიერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკა უკანონოა. მათი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა ჩხრეკა ორდერის წარდგენის გარეშე დაიწყეს. მოგვიანებით კი განმარტეს, რომ ჩხრეკა გადაუდებლობიდან გამოდინარე ორდერის გარეშე დაიწყო, თუმცა გამომძიებლები არ ასახელებენ, თუ რატომ იყო ეს საქმე გადაუდებელი.

ამ დროისათვის ადგილზე სპეციალური ოქმია შედგენილი. 34 წლის მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი და მას სავარაუდოდ ამ წუთებში კითხავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ნარკოტესტირებაზე უარს აცხადებს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში კი აცხადებენ, რომ გამომძიებლებმა დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება და გაიჩხრიკა მისი ბინა, სადაც ასევე ამოიღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

ოჯახის უფროსის, დავით ზაუტაშვილის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებს არავითარი ნარკოტიკული საშუალება არ უნახავთ, ხოლო ნანახი ნივთიერებები ძაღლის საჭმელი და ე.წ. დინდგელია.

ადგილზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ Facebook გვერდზე პარტიზანი მებაღეების დამფუძნებელი, ნატა ფერაძე ავრცელებს.

 

 

დღის ამბები