17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
მესამე სექტორის აზრით, "რუსთავი 2-ის" საქმე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეიძლება გადამწყვეტი იყოს

მესამე სექტორში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აფასებენ და მმართველ გუნდს რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ მართული პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„არის სუფთა დომინოს ეფექტი. სამი დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე 2 განცხადება ვიხილეთ, ორივე ძალიან ავტორიტეტული და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სააგენტოსი. ერთი არის სტრასბურგის სასამართლო და მეორე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ანუ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მინიმალურ ვადაში დააფიქსირეს საკუთარი აზრი,“ - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზეა დამოკიდებული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბედი.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე კი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამერიკის სახელმწიფო სეპარტამენტის ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კრიტიკულია. მისი თქმით, ანგარიშში ასევე შეფარულად არის მინიშნებები საქართველოში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი სტრასბურგის სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას გაუგზავნის.

დღის ამბები