17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
დენდროლოგიური პარკში გადასატანად კიდევ ორ ხეს ამზადებენ

დენდროლოგიური პარკში გადასატანად კიდევ ორ ხეს ამზადებენ. ასწლოვან კედარსა და ტიტას მახინჯაურის ყოფილი სასტუმროების, მზიურისა და კოლხიდას ტერიტორიიდან გაიტანენ.

სამუშაოებს ამჯერად შპს გზა ახორციელებს და უკვე სრულდება ხეებისკენ მისასვლელი გზის დაგება, რისთვისაც ადგილობრივების განცხადებით, წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის ხეები მოიჭრა. კომპანიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ. რაც შეეხება კედარსა და ტიტას, შპს გზას წარგმომადგენლების განმარტებით, ასწოლვან მცენარეებს ყოფილი პრემიერის სახლთან გურიაში ზღვით გადაიტანენ. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთი ხე დაახლოებით 600 ტონას იწონის, ხოლო მეორე 850-ს.

ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სამუშაოები მათ დისკომფორტს უქმნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები