17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
მამაო, რომელიც მღვდლად კურთხევამდე მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდა-დაჩი დავლიანიძის გზა ეკლესიამდე

სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ მღვდელს დაჩი დავლიანიძეს, ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. მას ყოფილ მეუღლესთან, თათული გველესიანთან მიახლოების უფლება შემაკავებელი ორდერით აქვს შეზღუდული - მიზეზი კი ძალადობაა. დაჩი დავლიანიძეს ცოლი არა ერთხელ, თავის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ჰყავს ნაცემი. დავლიანიძე აზარტული თამაშებითაც იყო გატაცებული.

ფიზიკური დაპირისპირების დროს, დაჩი დავლიანიძე ჯერ მღვდელი არ იყო. ის მღდვლად კურთხევისთვის ემზადებოდა. გველესიანებმა ჩათვალეს, რომ სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელის შესახებ სამღვდელოების მაღალ ეშელონებშიც უნდა სცოდნოდათ. მათ პირველად კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს მიქაელ ბოტკოველს მიმართეს.

მიქაელ ბოტკოველმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ოჯახის მონათხრობი სრული სიმართლე იყო და დაჩი დავლიანიძე მღვდლად, მისი ნების საწინააღმდეგოდ აკურთხეს. იგივეს ამბობს დაჩი დავლიანიძის სულიერი მოძღვარიც.

მიუხედავად ამისა, დაჩი დავლიანიძე მღვდლად მაინც აკურთხეს. მისი ყოფილი მეუღლე თათული გველესიანი დარწმუნებულია, რომ მოძალადე მღვდელს საპატრიარქო ყველანაირად მფარველობს და თავისი ავტორიტეტით გავლენას ახდენს სასამართლოზეც და სოციალურ სამსახურზეც.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები