17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გაჩუმება - სახელისუფლებო კომფორტის მთავარი გარანტია

ნებისმერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ხელისუფლების სხვადასხვა შტო მართავს: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. ეს სამი შტო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ ძალაუფლება, გაწონასწორების და ურთიერთკონტროლის მექანიზმები იმდაგვარად ნაწილდება, რომ ხელისუფლების უზურპაცია გამორიცხულია.

ქვეყანაში არსებობს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტი. მმართველ ძალას ძალაუფლებას აძლევს ხალხი.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი კი საპატრიარქოა და ყველა კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი დონე პატრიარქს აქვს. სასულიერო პირების პოლიტიკური გემოვნება და მრევლზე ზეგავლენის შესაძლებლობა კი განსხვავებული აზრის არსებობას ხელს უწყობს.

ინსტიტუტების ერთმანეთისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნების სისტემის მოშლა კი უმტკივნეულოდ მხოლოდ კრიტიკული მედიის გარეშე იქნება შესაძლებელი, როდესაც ამის შესახებ არავინ ისაუბრებს, მით უმეტეს ყველაზე რეიტინგული ტელეარხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლსობისთვის ინფორმაციის ძირითადი წყაროა. ამიტომ საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის გაჩუმება, სახელისუფლებო სრული კომფორტის მთავარი გარანტიაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები