17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
უკიდურესი სიღარიბე - ოჯახები, სადაც შემოსავალი ზოგ შემთხვევაში თვეში 10 ლარს არ აღემატება

უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, რომელთაც თვიდან თვემდე თავის გატანა დიდი ძალისხმევით უწევთ. მარტოხელა დედას, საკუთარი თავის და შვილის სარჩენად შემოსავალი თვეში მხოლოდ 10 ლარი აქვს. სოფელ დიდებაში 24 წლის თიკო კოკაური მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება კიდევ ერთი ქალბატონს ციალა ფიჩხაიას. მას ღამეების გათენება ნესტიან სარდაფში უწევს, რის გამოც, მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. ის სოხუმიდანაა დევნილი, პენსიას და სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა ბინა რომ იქირაოს ამის საშუალება არ აქვს.

კიდევ ერთი გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ქერეჭაშვილების  ოჯახია. ასთმით დაავადებული ნათელა ქერეჭაშვილი, ლოგინად ჩავარდნილ ქმარს მარტო უვლის, მაგრამ ფულის საშოვნელად ქუჩაში მოწყალების თხოვნა უწევს.

არ იციან სად ეძებონ გამოსავალი, ან როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება, ერთადერთ იმედად ახლა ის აქვთ, რომ მათ გასაჭირს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს, რომ მძიმე ცხოვრება დროებით მაინც შეუმსუბუქდეთ.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები