17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში "რუსთავი 2-ის" საქმეში ყოფილი პრემიერის ჩარევაზეა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში რუსთავი 2-ის საქმეზე საკმაოდ მწვავე შენიშვნებია მოცემული. საკითხი ეხება ხელისუფლების მხრიდან როგორც სასამართლოზე, ისე მედიაზე ზეწოლის ფაქტებს.

საქართველოში სასამართლო ხელისუფლებასა და მედიასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ყურადღება წინა წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც იყო გამახვილებული, თუმცა ამჯერად ყველა საკითხი ერთი საქმის, რუსთავი 2-ის ირგვლივ იყო გაერთიანებული.

„წუხილები შენარჩუნდა ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზიო სადგურ რუსთავი 2-ში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში მთავრობის ჩარევის თაობაზე. ამ საქმეში რუსთავი 2 ამტკიცებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში მთავრობის მონაწილეობას, როდესაც ძალაში დატოვეს თბილის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მინიჭების თაობაზე, მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, მიჩნეულ იქნა, როგორც სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა რუსთავი 2-ში, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა,“ - ნათქვამია ანგარიშში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და შესაბამისად, დოკუმენტში რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე საუბარი არ არის. სამაგიეროდ საუბარია წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე. ანგარიშში ყოფილი პრემიერ-მინისტრის კონკრეტული სახელი და გვარი მითითებული არ არის.

„მედია დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე. მათ შორის პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებებზე სატელევიზიო სადგურ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები