17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას - გიორგი მარგველაშვილი

რუსთავი 2-ის გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას,“ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა იმედის დროში გააკეთა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, 2012 წელს ქართული ოცნების მიდგომა მედიისადმი შეიცვალა, მაგრამ, ის აღნიშნავს, რომ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მოპოვება ყველას ყოველდღიურად სჭირდება.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არ არის მოპოვებული საბოლოოდ,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისი თქმით, 2015 წელს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მიუღებელი იყო, რადგან პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას რუსთავი 2-ისა და კრიტიკის მიმართ.

„2015-ში სამწუხაროდ, ჩვენ დავდექით ისეთი რეალობის წინაშე, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გადაიზარდა პროცესში, რომელშიც პოლიტიკოსები ძალიან ღიად აფიქსირებდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას რუსთავი 2-ის მიმართ, რუსთავი 2-ის (სამართლიანი, არასამართლიანი) კრიტიკის მიმართ, აი, ამ პროცესის მცდელობა იყო, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო ქუჩაში,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისი თქმით, მედია არის პოლიტიკური ცხოვრების „რეალური სახელმწიფო მოწყობის მართლაც მეოთხე ხელისუფლება.“ გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი მედიის გაჩერება „ტრაგედიაა.“

„თავისუფალი, დამოუკიდებელი, შესაძლოა მიკერძოებული აზრი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, რუსთავი 2-ის პოლიტიკური ორიენტაცია არის არა ნეიტრალური, არამედ პროევროპული, რადგან ეს არხს ნათლად აქვს გაცხადებული.

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის გვერდში დაუდგეს ნებისმიერ მოსამართლეს, რომელიც რაიმე სახის ზეწოლას განიცდის.

ის აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის თავისუფალი სიტყვის დასაცავად რამდენიმე პარტიასა და საზოგადოების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გაერთიანება მოხდა. გიორგი მარგველაშვილის აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტის თქმით, არ არის მნიშვნელოვანი ვის ეკუთვნის ბიზნესწილი, არამედ საუბარია იმაზე, რასაც თითოეული მედია ქმნის და ეს არის პროდუქტი, რომელიც საზოგადოებას ეკუთვნის.

დღის ამბები