17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
დაბნეული ერი და ბერი - დაპირისპირება, რომელიც ეკლესიის და საპატრიარქოს კედლებს გასცდა

ბოლო პერიოდში საპატრიარქოში არსებული უთანხმოებები და დაპირისპირებები ეკლესიის გარეთ გამოვიდა. 

სასულიერო პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ და ამხელენ, საუბრობენ უმძიმეს ცოდვებზე, რომლებსაც ეკლესიის წარმომადგენლები ჩადიან - პედოფილია, სოდომია, მრუშობა, ნარკომანია, ძალადობა, თაღლითობა, კორუფცია, საეკლესიო ქონების მიტაცება და ა.შ. სწორედ ამიტომ ბევრი სასულიერო პირი საეკლესიო სასამართლოს გააქტიურებას, დიდი საეკლესიო კრების მოწვევას და ძირეულ რეფორმებს მოითხოვს.

თეოლოგებიც და სასულიერო პირებიც ხმამაღლა ამბობენ, რომ ეს კრიზისი გარე ძალების შედეგად გამწვავდა. დღეს ქართული ეკლესია თავისი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელის წინაშეა.

საქართველოს ეკლესიაში არსებული პრობლემების განსახილველად, ხუთშაბათს, წმინდა სინოდი უნდა შეიკრიბოს.

წმინდა სინოდი ბოლოს 2016 წელის დეკემბერში შეიკრიბა. სწორედ მაშინ ამხილა მეუფე პეტრემ პირველად კათოლიკოს პატრიარქის მდივან-რეფარანტი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს ჩრდილოვან მმართველობაში.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

დღის ამბები