17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ბრაკონიერობა საქართველოში - თბილისის ზოოპარკში თითქმის ყოველ კვირას დაჭრილი ცხოველი ან ფრინველი მიჰყავთ 

საქართველოში უამრავი ადამიანია, რომელიც ბრაკონიერებისგან დაჭრილ ცხოველებზე ზრუნავს - ბევრი მათგანი კანონდამრღვევებისგან იმდენად დასახიჩრებულია, რომ თავისუფლებას ვეღარასდროს დაუბრუნდება, ზოგი მათგანი ტყვეობაში კვდება.

თბილისის ზოოპარკში, სრულიად არასაკმარისი სახსრებისა და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, გულმოდგინედ ზრუნავენ დაჭრილ ცხოველებზე. ზოოპარკში სახურავზე საკარანტინო სივრცეა, სადაც ბრაკონიერების მიერ დაჭრილ ფრინველებს მკურნალობენ.

ბრაკონიერების მსხვერპლი არაერთი ცხოველი გახდა. მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. ზოოპარკში, კვირა არ გავა, დაჭრილი ცხოველი ან ფრინველი არ მიიყვანონ. იყო შემთხვევები, რომ დაჭრილი ცხოველების გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები