17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
მედიასაშუალებები "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ მიმართვა მედიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდილების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი 2-ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს  ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუსს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე”- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;
  • მამუკა ღლონტი – რადიო მაესტროს დირექტორი, შპს სტუდია მაესტროს ერთ–ერთი მფლობელი;
  • ილია კიკაბიძე – შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი;
  • ლიკა ბასილაია – ვებპორტალი ევროპა საქართველოსთვის
  • დიანა ტრაპაიძე – ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, გადაცემა დღის ამბების წამყვანი;
  • ირაკლი ტაბლიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა ვექტორის თანაწამყვანი;
  • გიორგი ისაკაძე – ფონდი ბიზნესმედია საქართველო, გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი;
  • მერაბ მეტრეველი – ჟურნალისტი;
  • ია ბობოხიძე – საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე;
  • ნესტან ცეცხლაძე – ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი;
  • ეთერ თურაძე – ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი;
  • თაზო კუპრეიშვილი – საინფორმაციო პორტალ On.ge-ს მთავარი რედაქტორი;
  • გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო;
  • გვანცა ფიფია – სააგენტო აქცენტის დირექტორი.
  • სოფო ჩხაიძე – გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი;
  • მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;
  • მაია ჭალაგანიძეგაზეთ WEEKEND –ის მთავარი რედაქტორი;
  • პაატა ვეშაპიძე – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;
  • ნინია კაკაბაძებლოგერი;
  • ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორი;
  • მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა;
  • რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კმპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;
  • გელა მთივლიშვილი - საინფორმაციო ცენტრეების ქსელის რედაქტორი;
  • ეკა ალფაიძე – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
  • ეკა შინდაგორიძე სააგენტო ნიუპოსტი, მთავარი რედაქტორი;
  • თამარ ჩეგოლეიშვილი – ტაბულას დირექტორი;
  • ნინო ჭელიძე – სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის დირექტორი;

  •  

    რომან ქევხისვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

  •  

    რაულ ქირია ახალი ამბების სააგენტო FRONT NEWS;

  •  

    ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი;

  •  

    ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი;

  •  

    პირველი რადიო;

  •  

    სალომე აჩბა – მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი;

  •  

    ახალი ამბების სააგენტო timer.ge;

  •  

    მარგარიტა ახვლედიანი - gemnews;

  •  

    ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია პირველი;

  •  

    დავით კანდელაკი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;

  •  

    ელისო კილაძე, გაზეთი ქრონიკა პლიუსი;

  •  

    ლევან ჭითანავა, ბიზნესთაიმ ჯორჯია;

  •  

    რამაზ ხატიაშვილი, ჟურნალისტი;

  •  

    ემზარ გოგუაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;

  •  

    დავით მჭედლიძე, media.ge, რედაქტორი;

  •  

    ნატია კობერიძე, Ipi Georgia;

  • მაკა ბრეგვაძე, Front News-ის მთავარი რედაქტორი.
ამავე თემაზე
დღის ამბები