17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელი - ექსპერტები ეკონომიკის ხელოვნურად გაბერვაზე საუბრობენ

წინა კვირაში მთავრობამ ეკონომიკური ზრდის გაზრდილი პარამეტრების შესახებ ისაუბრა, თუმცა ექსპერტების ანალიზით, ეს მხოლოდ ციფრებით მანიპულირება იყო და ამ მონაცემების უკან რეალური წინსვლა არ დგას.

სამთავრობო ხარჯები გაიზარდა, სწორედ ეს აისახა სტატისტიკაზე და სტატისტიკურად მოგვცა შედეგი, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის გაზრდილი.

დამატებითი ფული კი გაზრდილი გადასახადებიდან მოდის, რომელიც გაიზარდა საწვავზე, თამბაქოზე და ა.შ. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გზით ეკონომიკის ხელოვნურად გაბერვა, ცუდი შედეგების მომტანია. 

„დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი მთავრობის ხარჯები წლევანდელ თვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მთავრობის ხარჯებმა განაპირობა ამ ეტაპზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება მყისიერად 5,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება ეკონომიკის შემაფერხებელი სტრატეგია, რომელსაც დღეს ახორციელებენ,“ - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

როგორია მთავრობის დამოკიდებულება იმ მესაკუთრეებისადმი, როდესაც იგეგმება გზების, რკინიგზის ან სხვა ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება და რა მდგომარეობაშია ის ადგილები, რომლებიც პროექტების განხორციელებას წინ ეღობება. კანონის შესაბამისად, უნდა მოხდეს სამართლიანი ფასის დადგენა და ამ ფასად უნდა მოხდეს გამოსყიდვა მესაკუთრისგან, თუმცა, ბოლო წლებში პრაქტიკაში ჩანს, რომ  ეს ხშირ შემთხვევაში ირღვევა. ხშირ შემთხვევაში ხდება ქონების ჩამორთმევა იმ წესებით, რომელსაც თავად მთავრობა აწესებს.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი. 

დღის ამბები