17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას მედიის დამოუკიდებლობაში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

საერთაშორისო ორგანიზაციები რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით საფრთხის არსებობაზე საუბრობენ. ჰიუმან რაითს ვოჩი ხელისუფლებას მოუწოდებს, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, თავად უზრუნველყოს შეჩერების მექანიზმის გაგრძელება ევროსასამართლოში დავის დასრულებამდე.

მოწოდებას იზიარებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჰუმან რაითს ვოჩის დასკვნა ხელისუფლებისთვის სერიოზული გაფრთხილებაა, სტრასბურგის სასამართლოსთვის კი დამატებითი არგუმენტი.

საგანგებო განცხადებას აქვეყნებს რუსთავი2-ის საქმეზე ევრონესტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე. ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მიესალმება სტრასბურგის გადაწყვეტილებას აღსრულების შეჩერების შესახებ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ევრონესტის, ჰუმან რაითს ვოჩის, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები რუსთავი2-ის საქმეზე ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო კრიტიკის მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს და ქვეყანას იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს.

რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში 35 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ერთობლივი მიმართვა ევროპულ სასამართლოს გუშინ გაუგზავნა.

დღის ამბები