17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ევროსასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გაგრძელებამ დაადასტურა მართლზომიერება იმისა, რასაც ჩვენ ვითხოვდით - დიმიტრი ძაგნიძე

იურისტი დიმიტრი ძაგნიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გახანგრძლივებას დადებითად აფასებს.

იურისტის თქმით, ევროსასამართლომ შეჩერების გახანგრძლივებით რუსთავი2-ის მოთხოვნა სამართლიანად სცნო.

„ეს არის წარმატება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები და ჩვენი მითითება იმაზე, რომ ქართულ სასამართლოებში ჩვენთვის არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და რეალურად ჩვენ საქმე გვქონდა არა 2 კერძო პირს შორის დავაზე, არამედ აქ მართლაც არის ეს საკითხი დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან ქვეყანაში. ყველაფრის ამის დადასტურება არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეჩერებული იქნა და ეს შეჩერება, დროებითი ღონისძიება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააგრძელა და, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მოთხოვნები ამ ნაწილში და მართლზომიერება იმისა, რასაც ჩვენ ვითხოვდით,“ - განაცხადა დიმიტრი ძაგნიძემ. 

დღის ამბები