17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
მეორე დღე საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვიდან - საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას მწვავე საერთაშორისო რეაგირება მოჰყვა

უკვე 2 დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის გადასასვლელები ჩაკეტილია, რაც თავისუფალი გადაადგილების გარდა, მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აყენებს.

შეერთებული შტატები შეშფოთებულია გადაწყვეტილებით და მხარს უჭერს აფხაზეთისა ადმინისტრაციულ საზღვარზე 2 დღის წინ დაკეტილი გადასასვლელების გახსნას, რათა ბავშვებს სკოლაში სიარული, ხოლო მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო საქმიანობის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცეთ.

ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებული ეუთოც. ორგანიზაციის სპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება ნეგატიური გავლენა იქონიებს ადგილობრივი მოსახლეობაზე, კერძოდ გადაადგილების თავისუფლებაზე. ეუთო ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად დიალოგისკენ, ასევე სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს.

ვითარებას აკვირდებიან დიპლომატებიც. ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი.

ოპოზიცია ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკას უწუნებს.

ენგურის ხიდი ოკუპირებულ აფხაზეთთან მისასვლელ ერთადერთ გზად რჩება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გზას ათეულობით კილომეტრით უგრეძელებს.

 

დღის ამბები