17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
პაატა სალიას აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი2-ის საქმეზე უპრეცედენტოა

„როგორც ფაქტი არის უპრეცედენტო, ვინაიდან ასეთ შემხვევებში არასდროს არ მიუღია სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შეჩერების თაობაზე," - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძერლების თაობაზე.

მისი თქმით, საინტერესოა, რა დასაბუთება არსებობს ამ გადაწყვეტილების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან.

"აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, დეპორტაციას და ა.შ. საინტერესო იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია, დასაბუთება. იმ შემთხვევაში, თუ მიჩნეული იქნება, რომ ყარამანიშვილების მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ეს გახდება საფუძველი, რომ ხელახლა დავიწყოთ საქართველოში, ანუ გაუქმდეს გადაწყვეტილება. თუმცა, მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ არ აუქმებს ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ, ვნახოთ, რა გადაწყვეტილება ექნება საბოლოო ჯამში,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

სტრასბურგის სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაში ადვოკატი არ გამორიცხავდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მან არ იცის, რა საბუთები წარადგინა სტრასბურგში განმცხადებელმა და სახელმწიფომ, კერძოდ იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისად, დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. 

დღის ამბები