17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - ევროპარლამენტარებმა გიორგი კვირიკაშილს წერილით მიმართეს

ევროპარლამენტარების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წერილი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ფრედერიკა მოგერინის და ევროკომისიას წერილით მიმართეს, რომელშიც რუსთავი2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

წერილში ნათქვამია: ”არხის მფლობელების შეცვლა და აქედან გამომდინარე, ცვლილება მის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც რუსთავი2-ს გადააქცევს მორიგ მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მაუწყებლად, სერიოზულად შეუშლის ხელს დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში," -  ნათქმია წერილში. 

დღის ამბები