17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
სტრასბურგმა საქართველოს შეუნარჩუნა დამოუკიდებელი განვითარების და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა - თამარ კეკენაძე

"დღეს სტრასბურგმა საქართველოს და ყველა მოქალაქეს შეუნარჩუნა დამოუკიდებელი განვითარების და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობდა, რუსთავი2-ის მითვისებით სრულად გაეკონტროლებინათ ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაცია, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მას ამის საშუალება არ მისცა.

„მათ ჩვენ ყველას დაგვანახეს, როგორი უნდა იყოს ევროპული სტანდარტი, როგორ უნდა იქცეოდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, როგორი უნდა იყოს მოსამართლის სტანდარტი. მათ ყველა ეს უკვე მორალურად კორუმპირებული, ქართველი მოსამართლეები იქნება, თუ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი, მათ რეალურად ეს ადამიანები ჩაახედეს სარკეშიო,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისი თქმით, ევროპული სასამართლო არ არის ქართული სასამართლო, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. კეკენაძის აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიზიტებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.

დღის ამბები