17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება - დავით ზურაბიშვილი

„სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი, დავით ზურაბიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება აისახება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მომავლაში ასახავს, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური და არანაირი ქონებრივი დავა არ მიმდინარეობდა.

„აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა გამოიტანოს დასკვნები, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მონახოს რაღაცნაირად, სანამ ეს სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს განაჩენს და ვერდიქტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერდიქტი იქნება ისეთი, რომ აქ სწორედაც რომ პოლიტიკური პროცესია და სწორედაც, რომ ხელისუფლება ქონებრივი დავის საბაბით ცდილობდა, წაერთმია ტელევიზია მეპატრონეებისთვის, რათა დაექვემდებარებინა თავისი ინტერესებისთვის,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები