17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი2-ის საქმეზე - ირაკლი კობახიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.  

„ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესებს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ინტერესები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება.

ამასთან, მან სცადა, ეჩვენებინა, რომ, თითქოს, ევროსასამართლოში რუსთავი2-ის გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული და განაცხადა, "რუსთავი2-ის მენეჯმენტი საქართველოს უპირისპირდება და საქართველო გაიმარჯვებსო", რაზეც მას გადაცემის წამყვანი, გიორგი გაბუნია, არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ რუსთავი2-ის გამარჯვება სწორედ ქვეყნის გამარჯვება იქნება, რადგან ამით სიტყვის თავისუფლების დაცვა ხდება.     

დღის ამბები