17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ არა გიორგი მარგველაშვილისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ არა გიორგი მარგველაშვილისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე.

მისი განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის კომპეტენციებს არ ეხება, ამის თაობაზე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილებაში ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე და არა კონკრეტულ სუბიექტებზე მორგებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიაში პრეზიდენტის არჩევის წესი განიხილეს, თუმცა საუბარი მხოლოდ გრძელვადიან გეგმაზე იყო.

მისი აზრით, ამ საკითხზე სპეკულაციები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდიოდა.

„მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გახდა ეს სპეკულაციების საგანი და ესენი იყვნენ ნაციონალების წარმომადგენლები, სხვას სპეკულირება ამ თემაზე არ დაუწყია და ყველა მიხვდა, რა იგულისხმებოდა ჩემს განცხადებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კომისიის წევრებს ამ საკითხზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშრებით საერთაშირისო პარტნიორებთანაც. ის აღნიშნავს, რომ კოლეგების რჩევით, კომისიამ 2018 წელს პირდაპირი არჩევის წესი დატოვა.

„პერსონის ფაქტორზეა მორგებული. ვინმემ რომ არ თქვას, რომ ცვლილება ხორციელდება კონსტიტუციაში იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ანუ ამის თქმის საშუალება რომ არვის ჰქონდეს, საბაბიც რომ არ ჰქონდეს, სწორედ და ამიტომ გადავდივართ არაპირდაპირ არჩევნებზე ორსაფეხურიანი სისტემით, თორემ ჩვენ გვგონია, რომ არაპირდაპირი არჩევნებით ეს სისტემა უფრო კარგად იფუნქციონირებს,“ - განაცხადა ირკალი კობახიძემ.

მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი კომისიის რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

„პრეზიდენტმა არაერთი განცხადებით ამ დღეების განმავლობაში სცადა დისკრედიტირება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის. ეს იყო შეურაცხყოფა კომისიის მთლიანად და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები