17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ვფიქრობთ, ეს ასე უნდა გაგრძელდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე - გიორგი აბაშიშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებით უყურებს ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს განცხადებები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, თუ ჩვენა ქედან შესაბამის დასკვნებს არ გამოვიტანთ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ის აკრიტიკებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სტრასბურგში რუსთავი2-ის სარჩელის განხილვა  საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები, მე არ ვიცი, რა კომენტარები შეიძლება მოყვეს ამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი და საქართველოში სიტყვის თავისუფლების გამარჯვების,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

დღის ამბები