17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
კომპრომისის აზრის დაკარგვის შემთხვევაში, ხვალვე შეგვიძლია, ამ მოდელზე გადავიდეთ - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე

„ეს ყველაფერი იღებს პოპულიზმის გამოვლინების უკანასკნელ ფორმას,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ ვისმენთ ამ მიმართულებით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ისმის წინადადებები, რომლებიც საგნობრივ თემებთან შემხებლობაში არ არის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არჩევანის ეთერში მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შემდეგი არჩევნების ჩატარებისას პერსონალური ფაქტორის გათვალისწინება მოხდა.

„ამას მოჰყვა სპეკულაცია, რომ პერსონალურად ჩემს მიმართ არისო, პრეზიდენტმა განაცხადა. და, თუ კომპრომისს აზრი ეკარგება, ბუნებრივი ჩვენ ვამბობთ, რომ კომპრომისის აზრის დაკარგვის შემთხვევაში, ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ხვალვე შეგვიძლია, ამ მოდელზე გადავიდეთ და, შესაბამისად, ამაში არც იურიდიული მდგენელია არასწორი და არც პოლიტიკური,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ადმინისტრაციის მხრიდან პოპულისტური განცხადებები ისმის, მან უპასუხა, რომ მმართველი ძალა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ქართველი ხალხისთვის ნების გამოხატულების ჩამორთმევა.  

„მე მინდა, ქართულ საზოგადოებას მივმართო, ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილს კი არ ირჩევენ, ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილს პირდაპირი არჩევის წესს კი არ ართმევენ ან ანიჭებენ ახლიდან, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი, მიუხედავად იმის, ვინ იქნება პრეზიდენტი, ეს არის ხალხის ნების გამოხატულების ჩამორთმევა და რაც უფრო მეტ უფლებას ჩამოართმევთ ქართველ ხალხს, ვინმეს ეს დემოკრატია ჰქონია,“ - განაცადა გიორგი აბაშიშვილმა. 

დღის ამბები