17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
კონსტიტუციის სახალხო განხილვა - შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს გაიმართება

10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის შეხვედრა გაიმართება, სადაც საზოგადოებას და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს პრეზიდენტი საკუთარ ხედვას გააცნობს.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა,  განაცხადა. 

„მინდა, დავაანონსო აქ, თქვენი ეთერით, რომ 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მოწვეულია პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვლმა.

დღის ამბები