17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
მთავარი უფლებამოსილებაა - თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე

„თუ გადაიხედება, მაშინ ექპერტებს სხვა კითხვები გაგვიჩნდება,“ - ასე აფასებს საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, თენგიზ შარმანაშვილი, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას.

მისი თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს მოხდება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, კითხვის ნიშნები გაჩნდება.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის უფლებამოსილება.

„მთავრი ფუნდამენტური შეცდომა, რაც ჩვენ მოგვდის, არის ის, რომ ჩვენ გვგონია, რომ, თუ პრეზიდენტი იქნება პირდაპირ ხალხის მიერ არჩეული, მას უფრო კარგი მახვილი აქვს და უფრო კარგად ჭრის ის მახვილი, ხოლო პარლამენტის მიერ იქნება არჩეული, ის ამას ვერ გააკეთებს. მთავარი უფლებამოსილებებია,“ - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მან თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ვენეციის კომისიის მიერ თუ იქნება აღნიშნული, რომ ეს სტანდარტებს არ შეესაბამება, მაშინ მმართველი გუნდი ამ კონსტიტუციას არ მიიღებს.

 

დღის ამბები