17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
პრეზიდენტმა არამხოლოდ საპარლამენტო, არამედ სახალხო ფილტრიც უნდა გაიაროს - გიორგი მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფოს საკუთარი ინდივიდუალირი მახასიათებლები აქვს და კონსტიტუცია სწორედ ამ მახასიათებლებზე უნდა იყოს მორგებული.

„ერთადერთი, რაც ამ ლეგიტიმაციამ შეიძლება, ამ პრეზიდენტს მისცეს, არის ის, რომ ის შეიძლება, იყოს მეტად თამამი და ამბიციური და არაფერი სხვა ამით არ ზიანდება ჩვენთან,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მისი აზრით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, შეაფასოს პარტიის მიერ პრეზიდენტად წარდგენილი კანდიდატი.

გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება სწორი გადაწყვეტილება არ არის. მისი თქმით, პრეზიდენტს არჩევითობა მეტ ამბიციას მატებს.

„მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი რომ იყოს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ის ვერ გაბედავდა შესვლას პრეზიდენტის სასახლეში,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, პრეზიდენტმა არამხოლოდ „საპარლამენტო, არამედ სახალხო ფილტრიც უნდა გაიაროს“.

დღის ამბები