17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვასთან დაკავშირებულ შესაძლო ცვლილებას კახა კუკავამ "მახინჯი" უწოდა

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვასთან დაკავშირებულ შესაძლო ცვლილებებს პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე გამოეხმაურა და მას მახინჯი ცვლილება უწოდა.

კახა კუკავას განცხადებით, ცვლილება თავისუფალი არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას ნიშნავს.

კუკავა ოპოზიციურ პარტიებს, ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, საკონსტიტუციო კომისიის მიმართ ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები